- საპროექტო ორგანიზაციის შერჩევის მიზნით ფასთა გამოკითხვის ჩატარება. საუკეთესო კონტრაქტორის შერჩევა, მასთან ხელშეკრულების მომზადება;
- კონკრეტული საპროექტო დავალების შედგენა. მოწოდებული საპროეტო დოკუმენტაციის ეტაპობრივი ანალიზი, დეტალური შესწავლა, მისი შემადგენლობის სრულყოფილების, შესაბამის ტექნიკურ დავალებასთან შესაბამისობის ანალიზი და დამკვეთისათვის წერილობითი დასკვნის წარდგენა;
- საპროექტო პროცესის კოორდინაცია; პროექტის წინასწარი სამოქმედო გეგმის შემუშავება, დამკვეთთან შეთანხმება და მისი განხორციელების კონტროლი.
- პროექტის ძირითადი ამოცანების და პროექტის მთავარი მონაწილე მხარეების განსაზღვრა, შეფასება და მათთვის კონკრეტული პრიორიტეტების დადგენა. დამკვეთთთან ერთად ყველა მონაწილის ფუნქციებისა და ვალდებულებების განსაზღვრა, უფლებამოსილების გადანაწილება და გამიჯვნა.
- დამკვეთს, არქიტექტორებს, საინჟინრო ნაწილის პროექტანტებს, მომწოდებლებს, სხვა შესაბამის ექსპერტებსა და კონსულტანტებს და პროექტის ყველა მონაწილე მხარეებს შორის „ეფექტური კომუნიკაციისა კვანძის“ შექმნა, მათი პროდუქტიული ურთიერთქმედების კოორდინაცია.