დ/თ/წ

ფინანსური სერვისების აუთსორსინგი

რატომ გჭირდებათ ფინანსური სერვისების აუთსორსინგი?

თანამედროვე ბიზნეს გარემოში ნებისმიერი ზომის კომპანიისთვის აუცილებელია ფინანსური სამსახურის ფუნქციების უმაღლეს დონეზე შესრულება. მაღალი კვალიფიკაციის თანამშრომლების დაქირავება ფინანსურ განყოფილებაში საკმაოდ დიდ დანახარჯებთან არის დაკავშირებული, ხოლო დაბალი კვალიფიკაციის თანამშრომელმა ფინანსების მიმართულებით შეიძლება კომპანიას უფრო მეტი ზიანი მიაყენოს ვიდრე სარგებელი. გამოსავალი არის ფინანსური სამსახურის ნაწილი ფუნქციების „აუთსორსინგზე“ გატანა, ანუ კონკრეტული ფუნქციების გადაცემა დამოუკიდებელი ფირმისთვის, რომელიც სპეციალიზირებულია სწორედ ამ ფუნქციების ეფექტურ და ხარისხიან შესრულებაში.

თქვენ ერთდროულად გადაჭრით რამდენიმე პრობლემას
p_out_1
  • დროის ეკონომია ფინანსური სამსახურისთვის დამატებითი კადრების შერჩევაზე
  • მოიხსნება დაბალი კვალიფიკაციის და მცირე გამოცდილების მქონე თანამშრომლების პრობლემა
  • მოიხსნება საჭიროება ოფისში დამატებითი ადგილის და საოფისე ტექნიკა-აღჭურვილობის.
  • მოიხსნება საჭიროება მუდმივი კონტროლის, რამდენად დატვირთულები არიან ფინანსური სამსახურის თანამშრომლები
  • მოიხსნება პრობლემები, რომელიც წარმოიშვება         ფინანსური სამსახურის თანამშრომლის სამსახურიდან წასვლის შემთხვევაში (კონფიდენციალური ინფორმაციის ქონა, ფუნქციების გადაბარება და ა.შ.)
ყოველთვიური ფინანსური და მენეჯერული რეპორტინგი
p_out_2

ნებისმიერი მენეჯერისთვის სასიცოცხლოდ აუცილებელია ფლობდეს სრულ და დროულ ინფორმაციას კომპანიის საქმიანობის ფინანსური და რაოდენობრივი შედეგების შესახებ. ჩვენ გთავაზობთ ამ პრობლემის მოგვარებას ფინანსური და მენეჯერული რეპორტინგის ავტომატიზირებული სისტემის დანერგვით და მისი შემდგომი მხარდაჭერით.

ეს სისტემა გულისხმობს იმ მონაცემების შეგროვებას, ინტერპრეტირებას, ინფორმაციის აღწერას და ანალიზს, რომელიც მნიშვნელოვანია მმართველობითი გადაწყვეტილებების მისაღებად. ყველა კომპანია მიიღებს მის უნიკალურ მენეჯერულ აღრიცხვას და რეპორტებს. გარდა სტანდარტული რეპორტებისა ბალანსი, მოგება-ზარალი, ფულადი სახსრების მოძრაობის უწყისი, თქვენ მიიღებთ სპეციალურ რეპორტებს: წარმოების, გაყიდვების, მარაგების, შესყიდვების და სხვა, ანუ ყველა აუცილებელ რეპორტს თქვენი ბიზნესისთვის.BS – საბალანსო უწყისი

P&L – მოგება ზარალის უწყისი
CF – ფულადი სახსრების მოძრაობის უწყისი
PR- წარმოების რეპორტი
SR-გაყიდვების და დისტრიბუციის რეპორტი
ARR-დებიტორების ანალიზი
IR -მარაგების რეპორტი
PR -შესყიდვების რეპორტი

ფინანსური ანალიზი
p_out_3

ბიზნესის ეფექტური მართვისთვის აუცილებელია მოცემული ბიზნეს-საქმიანობის სისტემატური დიაგნოსტიკა.

ფინანსური ანალიზი გულისხმობს თქვენი ბიზნესის ფინანსური მდგომარების შეფასებას წარსულში, აწმყოსა და მომავალში. იმ ფაქტორების გამოვლენას, რომლებიც განაპირობებენ ბაზარზე თქვენს კონკურენტულ უპირატესობებს და იმ ფაქტორების გამოვლენას, რომელიც აფერხებენ თქვენს შესაძლო წარმატებას.

თქვენი ბიზნესის ანგარიშგებისა და საკვანძო მაჩვენებლების შესწავლის საფუძველზე, რომელებიც კომპანიის ფინანსური მდგომარეობის, მოგება-ზარალის, აქტივებსადა პასივებში ცვლილებების შესახებ ობიექტურ და ზუსტ შეფასებას იძლევა, “სოლარის ჯგუფი” მოგიმზადებთ დასკვნას თქვენი ფინანსური საქმიანობის ზოგადი შეფასებით და რეკომენდაციებით – სამომავლო განვითარებასთან დაკავშირებით.

ფინანსური ანალიზი საშუალებას მოგცემთ შეაფასოთ ბიზნესი, ასევე მმართველი გუნდის საქმიანობის ეფექტურობა და შესაბამისად განსაზღვროთ კომპანიის შემდგომი განვითარებისთვის საჭირო ძირითადი ამოცანები.ფინანსური ანალიზის შედეგად თქვენ ღებულობთ თქვენი ბიზნესის რეალური მდგომარეობის სრულ სურათს, არსებული უპირატესობების ეფექტურად გამოყენების მეთოდებს, გამოვლენილი პრობლემების აღმოფხვრის გზებს, ასევე რეკომენდაციებს, ბიზნესის ფინანსური მდგომაროების გაუმჯობესებისთვის„სოლარის ჯგუფი“  თქვენი ბუღალტერიიდან ამონაწერის  (ანგარიშთა გეგმის) მიხედვით  უფასოდ მოგიმზადებთ წინა წლის ფინანსურ უწყისებს.

p_out_5